შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო რვა პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ს., 1991 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ა. ჯ., 1985 წელს დაბადებული ს.კ., 2002 წელს დაბადებული ფ.მ., 1999 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული პ.მ., 1999 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1991 წელს დაბადებული კ.გ., 1998 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული ე.მ., 1979 წელს დაბადებული გ.ს., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1995 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული გ.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.მ., 1983 წელს დაბადებული დ. ს., ინდოეთის მოქალაქე – 1997 წელს დაბადებული პ. მ., 1979 წელს დაბადებული რ.ჯ., 1976 წელს დაბადებული დ.კ., 1995 წელს დაბადებული ფ.ი., 1974 წელს დაბადებული ბ.რ. და 1996 წელს დაბადებული კ.ვ., 1987 წელს დაბადებული ფ.ა., 1980 წელს დაბადებული ე.პ., 1998 წელს დაბადებული შ.ა., 1967 წელს დაბადებული ჰ.ა. და 1983 წელს დაბადებული რ.ა.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის ორი ნატეხი.
სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის – ბ.რ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი და ხუთი საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მ