თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ორ პირს - ვანო ბურდულსა და დავით ქოჩიაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
ბურდულს ბრალად ედება ტვ პირველის ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის, საქმიანობის გამო დევნა და ძალადობა, ხოლო ქოჩიაშვილს - ქუჩაში გამვლელზე თავდასხმა და ძალადობა.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.