გურამ ფალავანდიშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა. მისი გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიციამ რადიკალური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, დღის პირველ ნახევრში, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანა. დაკითხვაზე რჩებიან "ალტერნატიული საქართველოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და დეკანოზი ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს პარლამენტთან ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა.