საქართველოში დელტა შტამის ცირკულაცია, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ახალი ვარიანტის გამო შეიქმნა პედიატრიულ საწოლებთან დაკავშირებით პრობლემა, რომელიც მოგვარებულია.
"შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რომელიც, როგორც ვიცი, გამოსწორდა ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ახლა სწორედ ამ "დელტა" შტამის გავრცელების და პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე მისი ცირკულაცია ასცილდა 20%-ს, სადღაც ჩვენ ვანგარიშობთ 20-დან 30%-ს შორის საერთო ცირკულაციაში დელტა შტამის, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ერჩის ახალგაზრდებს და ბავშვებს. ამიტომაც, გარკვეული პერიოდი იყო პრობლემები, მაგრამ მე ვიცი სამინისტროსგან, რომ ბავშვთა საწოლფონდთან დაკავშირებული პრობლემებიც სწორდება“,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.