მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქციას აწყობენ. აქციის მონაწილეები TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით არიან მისულნი.
ჟურნალისტები საგამოძიებო უწყებასთან რამდენიმე მოთხოვნით შეიკრიბნენ თანამდებობა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია პოლიცია.
5 ივლისს აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს. პოლიციას კი ამ დრომდე 21 პირი ყავს დაკავებული. მათ შორის მხოლოდ უშუალოდ ძალადობრივი ეპიზოდების მონაწილე პირები არიან და არა ორგანიზატორები.
მედიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა ძალადობრივ პროცესში მონაწილე ყველა პირს დაეკისროს. ჟურნალისტების თქმით, პროცესი გაგრძელდება მანამდე ვიდრე არ დაისჯებიან მოძალადეები და მათი წამხალისებლები.
აქციის მონაწილეები შსს-ს მოუწოდებენ რომ არა ადამიანის მარგინალიზაციით, არამედ საქმის სწორი კვალიფიკაციით გამოძიებით დაკავდეს.