ზაზა გახელაძემ ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და არსად წასვლას აღარ აპირებს.
"კარგად ვარ, არ ველოდი, თუ დღეს ეს მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქისა და მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დღეს ყველაფერი კარგად არის," - აღნიშნა გახელაძემ და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელონის მდგომარეობა კარგად არის.
რაც შეეხება პატიმრობის დეტალებს, დღეს მას ამის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერს მოყვება:
"დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, 1 თვე აქ მოგვიწევს დგომა და სახლში, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ. ხვალ, ზეგ, მაზეგ [ვისაუბროთ], არსად წასვლას აღარ ვაპირებ“, - განაცხადა ყოფილმა უკანონო პატიმარმა.
ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "შეიწყალა". ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.
ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთილს ბრალდებით 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.