ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე "შეიწყალა".
ბიბილოვის "ბრძანება" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
2020 წლის 11 ივლისს, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანადიროდ იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის ე.წ მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.
ზაზა გახელაძე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულეს რუსი მესაზღვრის მკვლელობის მცდელობასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.