13 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1429 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.25 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7201 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7240 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.39 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3649 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.3523 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 ივლისიდან შევა ძალაში.