"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძე დააკავეს.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებულების შესახებ - ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 პირი.
ქართულ ოცნებასთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც მთავრობის გადადომის მოთხოვნით რუსთაველზე გამართული აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისთან გადაინაცვლეს.