აზერბაიჯანში მეოთხე მოწვევის პარლამენტის, მილი მეჯლისის არჩევნებში მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანი" იმარჯვებს.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტ ილხამ ალიევის მმართველი პარტია მილიმეჯლისში 125 მანდატიდან 70-ზე მეტს მოიპოვებს.
მმართველი პარტიის კანდიდატებიდან ხმემის უმეტესობის მოპოვება პირველმა ლედიმ მიჰრიბანა ალიევამ შეძლო.
პარლამენტში მოსახვედრად 690 კანდიდატი იბრძოდა.
არჩევნებს 46639 ადგილობრივი და 1029 საერთაშორისო დამკვირებელი აკვირდებოდა.
ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის განცხადებით, არჩევნების დროს ამომრჩეველზე დაფიქსირდა დაშინების რამდენიმე ფაქტი.
კენჭისყრის საბოლოო შედეგი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.