დღეს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ დააკავეს.
2020 წლის 11 ივლისს, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანადიროდ იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის ე.წ მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.
ზაზა გახელაძე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დადანაშაულებულია რუსი მესაზღვრის მკვლელობის მცდელობასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. გახელაძე ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ციხეშია და მისჯილი აქვს თორმეტი წელი. მისი გათავისუფლების თარიღია 2032 წელი.