Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 10,6 მლრდ დოლარით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით 212,4 მლრდ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
ამასთან, 3,5 მლრდ დოლარით გამდიდრდა ბიზნესმენის ყოფილი ცოლი მაკენზი სკოტი. ამ დღეებში Amazon-ის აქციები 5,9 პროცენტით გაიზარდა.
ბეზოსმა კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი ივლისის დასაწყისში დატოვა, თუმცა წასვლის შემდეგ ის მაინც დარჩა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ და შეინარჩუნა აქციათა პაკეტი, რომელიც ათ პროცენტზე მეტია.
როგორც Forbes-ი აღნიშნავს, Amazon-ის აქციების ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უარს Joint Enterprise Defense Infrastructure (JEDI)-ის პროექტზე. დადგენილი იყო, რომ JEDI-ის განახორციელებდა კომპანია Microsoft-ი, რაც Amazon-ს არ აწყობდა.
Amazon-ში ამბობდნენ, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა Microsoft-თან თანამშრომლობა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა, რომელსაც კომპანიის მტკიცებით ბეზოსის მიმართ პირადი მიუღებლობა ჰქონდა. დღეს კი ვარაუდობენ, რომ პენტაგონის მონაცემების შენახვის სერვისის პროექტს Amazon-ი შეასრულებს.