Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს: ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილს და გიორგი ელიზბარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებდენ. მათ პატიმრობის ნაცვლად გირაო მოითხოვეს.
გამოძიება მათ მიმართ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.
5 ივლისს, ძალადობრივმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან გადაინაცვლეს და შეჭრა სცადეს. ჩაამსხვრიეს მინები.
პოლიციამ მოძალადეების ნაწილი იმავე ღამეს დააკავა.
ფოტო: რადიო თავისუფლება