ცოტა ხნის წინ ბათუმში სისხლიანი გარჩევის შედეგად ერთი ადამიანი დანით დაჭრეს. TV25.GE ინფორმაციით, შემთხვევა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაჭრის შესახებ შეტყობინება არ შესულა. დაშავებული თვითდინებით კლინიკა "მედცენტრში" შეიყვანეს.
"35 წლის კაცი, სავარაუდოდ დაჭრილია ცივი იარაღით მარცხენა ქვედა კიდურის არეში. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. უტარდება კვლევები. ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის,"- აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 118 მუხლით მიმდინარეობს.