ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაქის განცხადებით, ირანი ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების თურქეთში გასაგრძელებლად მზადაა.
ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება.
მუთაქი მზადაა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რომელიც წელიწადზე მეტია ჩიხშია შესული, რამაც ირანზე საერთაშორისო სანქციების დაკისრება გამოიწვია.
გაეროს უშიშროების საბჭომ და გერმანიამ ირანს მოლაპარაკებების 15-17 ნოემბერს ვენაში გამართვა შესთავაზა.
"ამის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს, ისინი სწორ გზას ადგანან. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოვა და შეთანხმებას სხვადასხვა საკითხებზე მიღწეული იქნება. თურქ მეგობრებს უკვე განვუცხადეთ, რომ მოლაპარაკებების გამართვა ვენის ნაცვლად თურქეთში გვსურს", - განაცხადა მუთაქმა.
თურქეთი, რომელმაც ირანთან ურთიერთობა გააღრმავა, მზადაა შუამავლის ფუნქცია იკისროს აღნიშნულ მოლაპარაკებებში ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.
აღნიშნული მოლაპარაკებები 2009 წელს მას შემდეგ შეწყდა, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ირანი ურანის გასამდიდრებელი მეორე ქარხნის მშენებლობის გამო გააკრიტიკა და თეირანს მოუწოდა დაედასტურებინა, რომ სხვა ბირთვული ობიექტების მშენებლობას აღარ აპირებდა.
ივნისში კი გაეროს უშიშროების საბჭომ 1929-ე რეზოლუციით ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.
ირანმა არაერთგზის უარყო ბრალდება, ბირთვული იარაღის შექმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი ატომური პროგრამა სამოქალაქო ხასიათს ატარებს.