მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
“15 მარტის შემდეგ, რაც აცრები დავიწყეთ, კოვიდით გარდაცვლილია 1 668 ადამიანი და მათგან 1 664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ 98.6% გარდაცვლილების არ იყო ვაქცინირებული.
ერთჯერადი აცრის შემდეგ დაინფიცირდა სადღაც 0.8%, ორჯერადი აცრის შემდეგ - დაახლოებით 0.3%. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია”, - თქვა გამყრელიძემ.