"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან რუსთაველზე კარვების დარბევას გამოეხმაურა და თქვა, რომ კარვების დაცვა პოლიციის პასუხისმგებლობა არ არის.
მაჭარაშვილის თქმით, კარავი მათ უნდა დაიცვან, ვისაც ის აქციაზე მიაქვს.
კარვებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დავსვით. კარვები რუსთაველის გამზირზე დადგეს იმ პრეტენზიების გამო, რაც უკავშირდებოდა პარლამენტში შესვლას. დღეს ოპოზიცია პარლამენტშია და გაუგებარია, ეს კარვები რას ემსახურება. არც ვიცით, ვინ არიან, ვინ შედის და გამოდის. პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას და მაღალი სტანდარტებით პრევენციას აკეთებს, რათა მოხდეს დაშორიშორება. კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უყარაულოს. ამის ვალდებულება არ აქვს. თუ აქციას ატარებ და კარავი გჭირდება, იქ სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა იყოს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სასულიერო პირებმა და რადიკალურმა ჯგუფებმა გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად, რუსთაველზე, პარლამენტთან გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
"თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ შეკრებილები თავდაპირველად ქაშუეთის ეკლესიაში და 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ.