დემონსტრირება იმისა, რომ მე ვარ ამა თუ იმ სექსუალური მიმდინარეობის ადამიანი, არ უნდა იყოს პრიორიტეტული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ასეთი ტიპის აქციები გარკვეულწილად ემსახურება სიტუაციის დაძაბვას და რეალურად, არ არის დაკავშირებული არც იმ ადამიანების უფლებების დაცვაზე, თითქოს, ვისთვისაც ტარდება ეს ყველაფერი.
დემონსტირირება იმისა, რომ მე ვარ ამა თუ იმ სექსუალური მიმდინარეობის ადამიანი, რომელიც იწვევს საზოგადოებაში ასეთ ვნებათაღელვას, არ უნდა იყოს პრიორიტეტული“,- თქვა ქადაგიშვილმა.