5-6 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა.
ოლეგ იაძის გაწვრთნილი გუნდიდან დავით სვიმონიშვილი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) და ლევან წიკლაური (82 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო მინდია ბოდაველმა (90 კგ) და ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან კვარცხლბეკს მიღმა უშანგი კუზანაშვილი (52 კგ), ავთანდილ ცინცაძე (57 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ) დარჩნენ.