საქართველოს რკინიგზამ კომპანია Stadler-თან სერვისის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა.
1 ივლისიდან Stadler საქართველოში მოძრავი მატარებლებისთვის სხვადასხვა სახის სერვისს უზრუნველყოფს და უსაფრთხო მოძრაობაზე იქნება პასუხისმგებელი.
შეგახსენებთ, რომ Stadler Kiss-ის 4 შემადგენლობა საქართველოში 2016 წლიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრაობს. შვეიცარული კომპანია უკვე წლებია საქართველოს რკინიგზის სანდო პარტნიორია და სამომავლოდ, აქტიური ურთიერთთნამშრომლობა იგეგმება