საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, მაისში, კომერციულ ბანკებში ლარით დენომინირებული ფიზიკური პირის დეპოზიტები 71.1 მლნ ლარით შემცირდა.
„საანგარიშო პერიოდში, წინა თვესთან შედარე-ბით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 645.4 მლნ ლარით (4.9 პროცენტით) გაიზარდა და 13.9 მლრდ ლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები ზრდის მიმართულებით მოქმედებდა (გაიზარდა 389.2 მლნ ლარით). ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 329.1 მლნ ლარით გაიზარდა და ფიზიკური პირის დეპოზიტები 71.1 მლნ ლარით შემცირდა“, - წერია ეროვნული ბანკის ანგარიშში.