რაც უფრო მძიმედ გადააქვს ადამიანს კოვიდი, მით უფრო მაღალი აქვს ანტისხეულები და უფრო მეტს ხანს მიყვება, ვიდრე უსიმპტომოებს და მსუბუქ პაციენტებს", - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობის გადამოწმება აუცილებელი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ ტესტის გაკეთება შეუძლიათ.
"ყველა ადამიანის იმუნური სისტემა განსხვავდება ერთმანეთისგან და პასუხი როგორც ინფექციებზე, ისე ვაქცინებზე არის განსხვავებული. ბუნებრივი იმუნიტეტის შემთხვევაში, ანუ ვინც გადაიტანს კოვიდს პროპორციულია დაავადების სიმძიმესთან. რაც უფრო მძიმედ გადააქვს ადამიანს კოვიდი, მით უფრო მაღალი აქვს ანტისხეულები და უფრო მეტს ხანს მიყვება, ვიდრე უსიმპტომოებს და მსუბუქ პაციენტებს", - განაცხადა ბუწაშვილმა.