ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ გეგმავს, 4 ივლისს გეგმავს, რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალოს და ღირსების მარშს ხელი შეუშალოს.
მარში 5 ივლისს არის დაგეგმილი.
"4 ივლისის საღამოდან მეტრო რუსთაველთან დავდგამთ კარვებს, რათა კეთილსინდისიერ საზოგადოებასთან ერთად 5 ივლისს ხელი შევუშალოთ, არ ჩავატარებინოთ, ჩავშალოთ გარყვნილი უღირსების მარში". - წერია გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაციის, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების ფეისბუქ გვერდზე.
მანამდე, 30 ივნისს, ჰომოფობთა ჯგუფი აქციას გამართავს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და აშშ-ის საელჩოსთან. როგორც ამბობენ, ისინი გააპროტესტებენ "მათ მიერ საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ხელშეწყობას და დამკვიდრებას".
"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.
თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.