აი, სადაც მივასწრებ და დავასწრებ, იქ ვცდილობ, რომ სიმართლე პირდაპირ ვუთხრა. ახლაც გამექცა, მაგრამ მაინც, - თქვა "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ "სტრატეგია აღმაშენებლი" ლიდერზე გიორგი ვაშაძეზე.
მისი თქმით, ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფინანსო კომიტეტის წევრი სისულელეებს "აბრეხვებს".
"ბოლოს დესერტი - "ჭიჭე" ვაშაძე, არ გამოვა ამის გარეშე. ჩვენი ასეთი საუბარი გრიშა ონიანის და ბადრი შუბლაძის ჟანრში გადავიდა.
აი, სადაც მივასწრებ და დავასწრებ, იქ ვცდილობ, რომ სიმართლე პირდაპირ ვუთხრა. ახლაც გამექცა, მაგრამ მაინც... ვიღაცას ეგონება, რომ ამ ადამიანს დავდევ, მაგრამ ასე არ არის. ღმერთი, რჯული, მოწმეა! უბრალოდ, საფინანსო კომიტეტის წევრია და ისეთ თემებს აბრეხვებს, რომ გაოგნებული ვარ და რომ არ ვუპასუხო, შეუძლებელია სახლში მივიდე. ჯერ ხომ პენსიებზე დააბრეხვა 15%-იანი პენსიებიო. მე რომ დღეს მივიდე, მე არ მომცემენ 15%-იანს, მაგრამ პოპულისტია და გასაგებია. ცალკე იოსელიანი, ცალკე ელისაშვილი უხსნიდა, რომ ეს არარეალურია და ბმაში არ არის.
მეორე თემა - გამოვიდა და "მარშუტკებზე" ისევ დაიწყო სიცრუის ტირაჟირება. ეტყობა, ჰგონია, რომ ამ პოპულიზმით კახი კალაძესთან, თუ დასახელდა კანდიდატად, კონკურენციაში შევა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.