დაღესტანში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს რუსეთის ფედერაციის შინაგანი ჯარის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. შეტაკება დაღესტანში, კარაბულახკენტსკი და ტაიანკენტსკი რაიონების საზღვარზე, ტყეში მიმდინარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ცეცხლის გახსნის დროს ტყის მასივში ბლოკირებული ბოევიკების მიერ მოკლული იქნა რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კონტრაქტით მსახურობდა. სამი სამხედრო მოსამსახურე კი დაჭრილია", _ იუწყება რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ დაღესტანში, კარაბულახკენტსკი და ტაიანკენტსკი რაიონების საზღვარზე, ტყეში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ რაიონში გამოცხადებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს ამ რაიონების საზღვარზე ბოევიკების საზაფხულო ბანაკია აღმოჩენილი. რაიონს ალყა შემოარტყეს, დღეს დილიდან კი სპეცოპერაცია დაიწყო.