ჩრდილოეთ კორეის ავტორიტარმა ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა სურსათის მწვავე დეფიციტის წინაშე დგას.
მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედაზე სიტყვით გამოსვლილსას, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ სურსათით მომარაგების თვალსაზრისით ვითარება მწვავდება.
მისი განცხადებით, გასული წელს მომხდარი ტაიფუნის გამო, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია, სოფლის მეურნეობის სექტორმა ვერ შეძლო მარცვლეული კულტურების მოყვანის გეგმის შესრულება.
ოფიციალური განცხადების კვალდაკვალ, მედიით ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეაში სურსათის ფასებმა მკვეთრად იმატა. იუწყებიან, რომ ერთი კილოგრამი ბანანი 45 დოლარი ღირს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩრდილოეთ კორეამ საზღვრები დიდი ხნის წინ ჩაკეტა, რის შედეგადაც ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები შემცირდა. ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ჩინეთია, საიდანაც ის იღებს სურსათს, სასუქსა და საწვავს.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული პროგრამის გამო, საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.