დაღესტანში კარაბულახკენტსკი და ტაიანკენტსკი რაიონების საზღვარზე ტყეში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ რაიონში გამოცხადებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გუშინ საღამოს ამ რაიონების საზღვარზე ბოევიკების საზაფხულო ბანაკია აღმოჩენილი. რაიონს ალყა შემოარტყეს დღეს დილიდან კი სპეცოპერაცია დაიწყო.
"შუადღისათვის აღმოჩენილია და ბლოკირებულია ბოევიკების ჯგუფი", _ იუწყება კომიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები