მიანმარში ჩამოგდებული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის სასამართლო პროცესი დაიწყო, 4 თვის შემდეგ, რაც სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში გადატრიალების შედეგად ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.
აუნ სან სუ ჩის ბრალად ედება პორტატიული რადიოების უკანონო იმპორტი და COVID-19-ის რეგულაციების დარღვევა.
სან სუ ჩის სამხედრო ხუნტამ ამბოხების, კორუფციისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებებიც წარუდგინა, რომელთა განხილვა სხვა სასამართლო პროცესებზე გაიმართება.
უფლებადამცველი ჯგუფები გმობენ ხუნტის მიერ ორგანიზებულ სასამართლო პროცესს.
75 წლის სან სუ ჩი 1-ლი თებერვლიდან, სახელმწიფო გადატრიალების დღიდან შინა პატიმრობაში იმყოფება.
სასამართლო პროცესი სადაც ამბოხების ბრალდება იქნება განხილული 15 ივნისს გაიმართება. აღნიშნული ბრალდება 14 წლით თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სამხედრო ხუნტა აუნ სან სუ ჩის დიდძალი ოქროსა და 600 000 დოლარის უკანონოდ მიღებაში სდებს ბრალს.
სახმედრო ხუნტამ მიანმარის ხელისუფლება 1-ელ თებერვალს ჩაიგდო ხელში.
მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტი, რომლებიც ითხოვენ სამხედრო დიქტატურის დასრულებას და ქვეყანაში სამოქალაქო ხელისუფლების აღდგენას.
სამხედრო ხუნტა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სასტიკ ძალას იყენებს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის თანახმად, ხუნტის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლულია 850-ზე მეტი დემონსტრანტი, დაკავებულია ათასობით ადამიანი.