დღეს, 5 ნოემბერს, 19:00 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ლიტერატურულ კონკურს "წეროს" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
ლიტერატურული კონკურსი "წერო" 2010 წლის სექტემბერში დაწიყო და ორ ეტაპად ჩატარდა. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს ერთი თვის ვადაში უნდა გაეგზავნათ თავისუფალ თემაზე დაწერილი 5-იდან 10 გვერდამდე მოცულობის პროზაული ნაწარმოები. კონკურსის პირველ ეტაპზე გაგზავნილი 104 ნაწარმოებიდან ჟიურიმ 11 საუკეთესო ნაშრომი შეარჩია.
კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული ნაშრომები ინტერნეტპორტალ ლიტერატურა.გე-ზე გამოქვეყნდა, სადაც ნამუშევრებს პორტალის ავტორიზებული მომხმარებლები აფასებდნენ.
კონკურსზე 11 მოთხრობაა წარდგენილი: "ლაბორატორია კანდიდო", "მთაზე ასვლა", "სამკუთხედი", "ბავშვობა, როგორც სინამდვილეშია", "დაკრძალვა", "წითელი", "წითელი წიგნი, ანუ - ტჰინგს ყოუ ლეტ გო", "ოპერაცია სქელი ტრაკი", "იობის წიგნი", "ბარონია", " Dისაპპეარანცე".
ინტერნეტ ხმის მიცემით გამოვლინდება საუკეთესო სამეული. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2 000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულისთვის გამოყოფილია 1000 ლარი, მესამე ადგილზე გასულისთვის კი - 500 ლარი. ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა, ტრადიციისამებრ, არ მჟღავნდება.
სპონსორი კომპანიები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სხვა გამორჩეულ ნომინანტებსა და ყველაზე აქტიურ მკითხველებსაც დააჯილდოებენ.
ლიტერატურული კონკურსისთვის ნაწარმოებები შეარჩია 7-კაციანმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ შადიმან შამანაძე, შოთა იათაშვილი, დავით ქართველიშვილი, ირაკლი ჯავახაძე, ბაჩო კვირტია, გურამ მეგრელიშვილი,
ლექსო ჯახუა.
პორტალ ლიტერატურა.გე-ის მიერ მოწყობლი კონკურსი "წერო" მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას და ქართულ მწერლობაში ახალი ავტორების წარმოჩენას.