აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს და აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც ფილმებს იღებდნენ, ნაღმზე აფეთქდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტრაგიკული შემთხვევა ქელბაჯარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ნაღმს AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ემსხვერპლნენ.
ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღეს ავტომობილის მძღოლმა ემინ მამედოვმა და კიდევ ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა.