თუ [ზვიად] რატიანის საქმის გარდა არ გახსენდებათ სხვა საქმე ჩვენი მოღვაწოებიან, მაშინ ძალიან კარგად გაგვილია, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის საპაუხოდ, რომელმაც მას გიორგი გახარიასა შს მინისტობის პერიოდი გაახსენა.
"[ზვიად რატინის საქმის] არ მახსოვს, სამწუხაროდ დეტალები. მახსოვს რომ საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო. ჩემს ხელში ძალიან ბევრმა საქმემ გაიარა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელში. მძიმე ფაქტი იყო. ყველაფერზე პაუხის ნუ მოსთხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ქვემდებრაოების წესები არსებობს.. არ იყო ეს საქმე შინაგა საქმეთა სამინისტროს გამოსაძიებელი. პროკურატურა იძიებს ამ საქმეს დღემდე. რამდენიც არ უნდა მიმეოროთ „თქვენ ვინ დასაჯეთ“, არ იყო ჩვენ იურისდიქცია და ჩვენ ვერ დავსჯიდით. შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას, რა ეტაპზეა გამოძიება. მძიმე ფაქტი იყო ადამიანურად, თუ რატინის საქმის გარდა არ გახსენდებათ მეტი საქმე ჩვენი მოღვაწოებიან, მაშნ ძალიან კარგად გაგვილია“, - თქვა მეზვრიშვილმა.
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ 2017 წლის 23 დეკემბერს, ღამით, შს სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეიდის დროს თამარ მეფის გამზირზე დააკავა და, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე სამართალდამცველი მას რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლითაც ემუქრებოდა. იმ ღამით ზვიად რატიანს ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა და, დაზარალებულის თქმით, სწორედ ქურთუკის ფერმა გამოიწვია სამართალდამცველების დამცინავი რეაქციები და აგრესია, შემდეგ კი ის არაერთგზის გახდა პოლიციელების ძალადობის სამიზნე - მათ შორის ავტომობილით გადაყვანისასაც.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
2018 წლის 2 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
რატიანმა ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვა. რატიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მის უფლებებს ევროსასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დაიცავს.
სტრასბურგში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მისი ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერების საჯაროდ გავრცელება იყო უკანონო. ამასთან, მათი გადაღება და გავრცელება ემსახურებოდა არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესს, არამედ ზვიად რატიანის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას და მისი პიროვნების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.
EMC ზვიად რატიანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე წარმოადგენს კონვენციის მესამე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, EMC-მ სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა 2019 წლის 5 აგვისტოს, სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ამ ფაქტის არაეფექტური გამოძიების გამო ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.