„საქართველო-უკრაინის მეგობრობას ვერც ერთი ცალკე აღებული, მით უმეტეს - გასამართლებული და ქვეყნიდან გაქცეული ოპოზიციონერი ხელს ვერ შეუშლის“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, რომელიმე ქვეყნიდან ელჩის გამოწვევა ნიშნავს, რომ ის შეიძლება, ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს საკუთარ სამუშაო პოზიციას.
„ელჩი თავის სამუშაო ადგილზეა, დღეს ის მასპინძლობს საქართველოში დელეგაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს დიპლომატებს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობას: ვერც ერთი ცალკე აღებული ოპოზიციონერი, მით უმეტეს ის, ვინც გასამართლებულია და გაქცეულია საქართველოდან და ვინც უარი თქვა, თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეობაზე, რა თქმა უნდა, ვერ შეუშლის ხელს ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.