თბილისი მზადაა 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს.
ქალაქში ახალი სპორტული კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, გარემონტდა დადიანი ქუჩაზე მდებარე სპორტული ცენტრი "მართვე", სადაც ყოველდღიურად სპორტის სხვადასხვა სახეობაში 700 სპორტსმენი ივარჯიშებს.
კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების რამდენიმე დარბაზი გაკეთდა, მათ შორის კრივის, ძიუდოს, კარატეს, მშვილდოსნობისა და ფეხბურთის ღია და დახურული დარბაზები, რომლებიც ფიფას სტანდარტებს აკმაყოფილებს.
კომპლექსის მშენებლობა დღეს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 9 სპორტული ცენტრი უკვე ფუნქციონირებს, 2011 წელს კი კიდევ ორის გახსნა იგეგმება. სწორედ ამის შემდეგ, ბელგრადში გადაწყდება, ჩატარდება თუ არა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოს დედაქალაქში.
მასალის გამოყენების პირობები