`ქრისტიან-დემოკრატები'' სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხების გაცემის პრინციპს არალოგიკურად მიიჩნევენ.
ამის შესახებ განცხადება `ქრისტიოან-დემოკრატების'' წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს სესიაზე `საბიუჯეტო კოდექსის'' განხილვისას გააკეთა.
`საბიუჯეტო კოდექსის'' პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობის მიერ არის მომზადებული, ბიუჯტიდან სესხების გაცემა იქნება შესაძლებელი. ვეფხვაძის თქმით ამისათვის შესაბამისი ფულადი რეზერვები არ არსებობს.
მისი თქმით მიუღებელია თავად ის პრინციპი, რომ სესხს პრეზიდენტი გასცემს.
`პრეზიდენტი საბანკო კლერკია?'' - კითხულობს ვეფხვაძეს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა სახელმწიფომ საბანკო სექტორის მეშვეობით მოახდინოს ოპერირება, მაგრამ გაუგებარია ამ ოპერირება სპრეზიდენტი რატომ უნდა ახდენდეს.