თბილისს ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი სტუმრობს.
რიაზანოვი საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა გუშინ, რუსული კინოს ფესტივალის ფარგლებში, რომელიც თბილისში პირველად გაიმართება.
როგორც რეჟისორმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის აღნიშნულით მოხარულია.
"ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც საქრთველოსთანაა დაკავშირებული -კინო, მუსიკა, სილამაზე და ხალხი, რომელიც უაღრესად სტუმართმოყვარეა", - განუცხადა რიაზანოვმა "ჯი-ეიჩ-ენს".
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი კინოთეატრ "რუსთაველში" დღეს გაიხსნება და 8 ნოემბერს დაიხურება.
მის ფარგლებში სხვადასხვა კინოფორუმების ნომინანტი და გამარჯვებული 31 სურათი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის - მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.
როგორც ცნობილია, სწორედ ელდარ რიაზანოვია რუსული კინოს ფესტივალის პრეზიდენტი.