„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ხელისუფლება მზად არის კონკრეტული, საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
ნათია თურნავას განმარტებით, რა თქმა უნდა, ეს დიალოგი არ უნდა გასცდეს თვითონ პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს, არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში.
"კვლავაც ვადასტურებ, რომ შექმნილია ძალიან კარგი, საქმიანი პლატფორმები, სადაც აი, ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, უნდა განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით. ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, ეს არის პლატფორმა საერთაშორისო მედიატორებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობით. ასევე, ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, რომ სამუშაო ჯგუფებში კონკრეტულად, საქმიანად, ექსპერტებთან, წარმომადგენლებთან ერთად, ნებისმიერი საკითხი განიხილოს. ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში, ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ. რაც ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა თურნავამ.