დღეს საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი აწყობს.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ აღნიშნა, პროექტს ძალიან დიდი პლუსი ექნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგია სახელმძღვანელოს სახითაც გამოიცემა.