ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება და მოვახდინოთ რეაგირება, ვიდრე სწრაფად გავიაროთ, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა გაკეთდება სამომავლოდ, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაიუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით.
ჰარცელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს.
„გეგმის მიხედვით, ორი ტიპის დანიშვნა უნდა მოხდეს, ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მეორე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება და მოვახდინოთ რეაგირება, ვიდრე სწრაფად გავიაროთ, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა გაკეთდება სამომავლოდ.
რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, უკვე არსებობს ევროკავშირის პირობა მიკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე დიდი ხანია, ვმუშაობთ. ჩვენ შევჯერდით ვენეციის კომისიის ღია მოსაზრებაზე, რომელსაც ეს პროცესი მიყავს სანდობასა და ინკლუზიურობამდე, ახლა უკვე ახალი პარლამენტის შემადგენლობით ამის შესაძლებლობა გაჩნდა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დანიშვნების საკითხს, აქაც ხაზგასმული იყო და საჭიროა მისი გათვალისწინება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიჩქაროთ ამ პროცესში და დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ფართო გაგება იმისა, თუ როგორ გავიაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების გადადებისკენ მოუწოდეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
შეგახსენებთ, 26 მაისს დაინიშნა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთ საკითხად შეტანილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა. საბჭოს მოქმედ წევრებს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძესა და ირაკლი შენგელიას უფლებამოსილების ვადა ივნისში ეწურებათ.