ხვალ, 4 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩეჰრ მოთექი აჭარას ეწვევა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ირანის გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში საკონსულო 1883-1927 წლებში არსებობდა, რის შემდეგაც დაიხურა და 70 წლის შემდეგ ორი ქვეყნის გადაწყვეტილებით გენერალური საკონსულო კვლავ იხსნება.
"ჩვენთვის განსაკუთებით საინტერესოა ტრანსპორტის ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობა. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ კი უკვე ადვილად მოხდება შავი ზღვის სპარსეთის ყურესთან დაკავშირება რაც ჩვენს ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაონ", _ აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბათუმშივე დაგეგმილია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.