2021 წლის 21 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“
ცერემონიას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.
აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.