ირანი ბირთვული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოთაქმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა 10 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი, თუმცა სად გაიმართება _ ჟენევაში თუ სტამბულში _ ჯერჯერობით უცნობია.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ქართული მხარის შეხედულება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის წევრია და აქვს ბირთვული ენერგიის გამოყენების უფლება, თუმცა ყველა პროცედურის დაცვით.
ამასთან, ვაშაძის თქმით, ქართული მხარე მიესალმება აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას.