საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წლის ბოლომდე ირანელ კოლეგას მანუჩეჰრ მოთაქს კიდევ ერთხელ შეხვდება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა წლის ბოლომდე კიდევ გაიმართება. ვაშაძე უკვე მივიწვიეთ ირანში ვიზიტით. გაზაფხულზე დაგეგმილია ქართული მხრიდან ვიზიტები და ეს არ იქნება მხოლოდ სამინისტროების დონეზე. ჩვენთან ვიზიტით ჩამოვლენ პარლამენტარები და სხვა სფეროს წარმომადგენლები", _ აღნიშნა მოთაქმა.
მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ვაშაძესთან უკვე მეორე შეხვედრაა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება.