ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩარ მოთაქის შეფასებით, საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გააღრმავებას შეუწყობს ხელს.
"ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ორი მთავარი საკითხის გამო ვიმყოფები. პირველი _ ეს არის უვიზო რეჟიმის დამყარება საქართველოსთან, რასაც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს; ამასთან უფრო ინტენსიური გახდება ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და ირანელი ინვესტორები სხვადასხვა პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე ჩვენს ბიზნესმენებს ვუბიძგებთ, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ", _ აღნიშნა მოთაქიმ.
მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტის ის არის რომ ხვალ, 4 ნოემბერს, ბათუმში ირანის გენერალური საკონსულო გაიხსნება. მისი თქმით, საქართველოში საკონსულო 1883-1927 წლებში არსებობდა, რის შემდეგაც დაიხურა და 70 წლის შემდეგ ორი ქვეყნის გადაწყვეტილებით გენერალური საკონსულო კვლავ იხსნება.
"ჩვენთვის განსაკუთებით საინტერესოა ტრანსპორტის ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობა. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ კი უკვე ადვილად მოხდება შავი ზღვის სპარსეთის ყურესთან დაკავშირება რაც ჩვენს ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაონ", _ აღნიშნა მოთაქიმ.