საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მალაიზიელ კოლეგასთან, ანიფახ ბინ ამანასთან სატელეფონო საუბარი გადაიდო. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს ვაშაძემ განუცხადა, დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით აღნიშული რეგიონის კოლეგებს ესაუბრა. რაც შეეხება მალაიზიურ მხარესთან საუბარს, ვაშაძის თქმით, ქართული მხარის მიერ სატელეფონო საუბარი შეკვეთილია, თუმცა მათი პასუხი უცნობია.
"იმედი მაქვს, რომ მალაიზიურ მხარესთან დაკავშირებას ჩვენი მოქალაქეების 1-ლი სასამართლო პროცესის შემდეგ შევძლებ", - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისათვის ხვალ, 4 ნოემბერს, მალაიზიაში დაკავებული ორი ქართველის სასამართლო პროცესი გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას უკვე 5 ნოემბერს გამოაცხადებს.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მალაიზიის კუნძულებზე, ბორნეუსა და პენანგზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სურათის ჩარჩოების საშუალებით 11 კგ. ნარკოტიკი გადაჰქონდათ. თუ დაკავებულებს აღნიშნულ საქმესთან პირდაპირი კავშირი დაუდგინდათ, მალაიზიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ სიკვდილით დასჯა ელოდებათ.