კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება "სავსებით რეალურად" მიაჩნია.
"ჩვენ ლანდშაფტი მრავალფეროვანი, ფილმის კეთებისთვის საჭირო პირობები კი იაფია, ამიტომაც ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება სავსებით რეალურია", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას ინდური საპროდიუსერო კომპანიები დადებითად შეხვდნენ და საქართველოში არსებული გარემოს შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გამოგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ბოლივუდს ფილმის ჩვენს ქვეყანაში გადაღებას სთავაზობს.