სახელმწიფო ე.წ. "ლეკიანების მიწების~ პრივატიზაციას იწყებს. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოეს ხანებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნული მიწის ნაკვეთებით ფაქტიურად მოსარგებლე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას დაიწყებს.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიის პრივატიზების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღნიშნული ტერიტორიებით ფაქტიურად მოსარგებლე მოსახლეობის ინტერესი.
საკითხის გადაჭრის მიზნით საჭიროა განხორციელდეს აღნიშნულ მოსახლეობაზე მათ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ტერიტორიების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.