ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღისთვის, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების შერწყმით შექმნილ მუსიკალურ კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს.
კომპოზიცია საქართველოს ეროვნული ჰიმნისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის ორიგინალური შერწყმაა და ის ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა შექმნეს.
ნაწარმოების შესრულებაში 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა და ა.შ.