საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სენტ ლუჩიაზე წარმოქმნილ ქარიშხალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, ვაშაძის უწყება ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2010 წლის 2 ნოემბერს სენტ ლუჩიაზე ძლიერი ქარიშხლისა და შტორმის შედეგად გარდაცვლილი 14 ადამიანის გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.