პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კონვენციის "საკონსულო სანქციების შესახებ" და ლტოლვილთა დაცვასთან დაკავშირებით "საკონსულო ფუნქციების შესახებ" ოქმების რატიფიცირებაზე ისაუბრეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეფასებით, ოქმების რატიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას.
კომიტეტის სხდომაზე, ასევე, ითქვა, რომ მათი რატიფიცირება ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას, საერთო იდეალებისა და პრინციპების ასევე საერთო მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
ზემოაღნიშნულის განთვალისწინებით კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას პარლამენტის მიერ.
ევროპული კონვენცია განსაზღვრავს კონსულის მიერ თავის ოლქის ფარგლებში წარმგზავნელი სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების კანონიერი ინტერესების და უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ზოგად საკონსულო ფუნქციებს.
რაც შეეხება ლტოლვილთა დაცვასთან დაკავშირებით საკონსულო ფუნქციების შესახებ ევროპული კონვენციის ოქმს, იგი ავრცელებს კონვენციის მოქმედებას ლტოლვილებზე 48-ე მუხლში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად.