"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების თაობაზე კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.
აღნიშნულის შესახებ გადაწვეტილება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს.
აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისად საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევები (რომელიც აღნიშნული კანონით არ არის გათვალისწინებული) და საქართველოში ყოფნის ხანგძლიობა შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის ნორმატული აქტით